2017 წლის NASA-ს პრესკონფერენცია და ახლად აღმოჩენილი შვიდი ეგზოპლანეტა

 

2017 წლის თებერვალს NASA-ს მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს 7 დედამიწისმაგვარი ეგზოპლანეტის აღმოჩენის შესახებ. ისინი წითელი ჯუჯის სისტემაში – TRAPPIST-1–ში არიან განლაგებულნი, რომელთაგან 3 არის საკუთარი ვარსკვლავის მობინადრე ზონაში. შესაძლებელია ყველა 3–ზე (შესაძლოა, 6–ზეც) არსებობდეს თხევადი წყალი, მასთან ერთად კი სიცოცხლეც.

TRAPPIST-1 სისტემის ერთ–ერთი პლანეტის ზედაპირი. მხატვრის ხედვა

პლანეტებს დაერქვათ TRAPPIST-1b, c, d, e, f, g და h (მზისგან დაშორების მანძილის მიხედვით).

მზისგან 40 სინათლის წელიწადით დაშორებულ, მერწყულის თანავარსკვლავედში არსებულ TRAPPIST-1 პლანეტურ სისტემას მინიმუმ ორი რეკორდი ეკუთვნის: დედამიწისმაგვარი პლანეტების რაოდენობაში და მობინადრე ზონაში არსებული პლანეტების რაოდენობაში, რომლებზეც შესაძლოა არსებობდეს თხევადი წყალი – სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობა.

მზისგან დაშორებით მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პლანეტები TRAPPIST-1 სისტემაში იმყოფებიან მობინადრე ზონაში, დიდი ალბათობით მათზე არსებობს თხევადი წყალი. მეშვიდეზე შესაძლოა ძალიან ციოდეს, პირველ სამზე კი – ძალიან ცხელოდეს. მეცნიერებმა შეძლეს შეეფასებინათ პლანეტების მასა და სიმკვრივე, ასევე მათი ბრუნვის მოდელირება. აღმოჩნდა, რომ ყველა ექვსი პლანეტის ზომა შეესაბამებოდა დედამიწასა და ვენერას, მეშვიდე პლანეტის მონაცემები კი ჯერჯერობით არაა დაზუსტებული.

ყვითელი ჯუჯა მზე და წითელი ჯუჯა TRAPPIST-1

თვითონ წითელი ჯუჯა TRAPPIST-1 ძალიან პატარაა, დიამეტრში იგი ცოტათი აღემატება იუპიტერს, მასით კი მზის მასის 8%–ის ტოლია. მისი პლანეტური სისტემა ძალიან კომპაქტურია და სიდიდით წააგავს იუპიტერს მისი გალილეების თანამგზავრებით, TRAPPIST-1h პლანეტის ყველაზე შორეული ვარსკვლავის ორბიტა კი  მერკურის ორბიტაზე პატარაა. 1 წელიწადი ამ პლანეტებზე გრძელდება 1,5-დან 73 დღემდე.

 

TRAPPIST-1 სისტემის პლანეტები.

ასტროფიზიკოსებმა დიდი ხანია დაასკვნეს, რომ სიცოცხლის ძებნა ღირს ცივი და არანათელი წითელი ჯუჯების გარშემო: ტექნოლოგიების არსებული დონით შეუძლებელია ეგზოპლანეტების ატმოსფეროს დანახვა, თუ იგი ბრუნავს დიდი და ნათელი ვარსკვლავის ირგვლივ, სამაგიეროდ წითელი ჯუჯების მკრთალი გამოსხივება შესაძლებელს ხდის მისი შემადგენლობის არსებობის ან არარსებობის დადგენას. TRAPPIST-1 სისტემის პლანეტების ატმოსფეროების ძებნას მეცნიერები ახალი მძლავრი ტელესკოპების გაშვების შემდეგ გეგმავენ. ესენია მიწიერი ევროპული დიდი ტელესკოპი და ჯეიმს უების ტელესკოპი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *