20 საინტერესო ფაქტი კოსმოსზე

  1. მზე მზის სისტემის მასის 99,8%–ს შეადგენს

უფრო ზუსტად კი, 1 989 100 000 000 000 000 000 000 000 000 კგ–ს. ყველა დანარჩენი პლანეტები, თანამგზავრები, ასტეროიდები და სხვა მატერიები დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების ჩათვლით, დარჩენილ 0,2%–ს იკავებს.

  1. არწივის თანავარსკვლავედში არსებული გაზის ღრუბელი შეიცავს საკმარის ალკოჰოლს 200 სეპტილიონი ლიტრი ლუდის შესაქმნელად

ეთანოლის რაოდენობა გაზომილი იყო 1995 წელს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს 30 სხვა ქიმიური ნივთიერება ამ ღრუბელში, მაგრამ ალკოჰოლი ძირითადი იყო.

 

  1. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ აღმოვაჩინეთ ათასზე მეტი პლანეტა მზის სისტემის გარეთ

ამ მომენტისთვის დამტკიცებულია 1822 პლანეტის არსებობა.

 

  1. ვარსკვლავთაშორის სივრცეს შემზარავი ხმა აქვს

2012 და 2013 წლებში კოსმოსურმა აპარატმა ვოიაჟერ–1–მა ჩაწერა მოვიბრირე მკვრივი პლაზმის ხმა რომელიც ვარსკვლავთაშორის სივრცეშია.

 

  1. მზის სისტემის ყველა პლანეტას შეუძლია დედამიწისა და მთვარის შორის არსებულ მანძილში ჩატევა

დედამიწისა და მთვარის შორის მანძილი (384 440 კმ) – [მერკურის დიამეტრი (4879 კმ) + ვენერას დიამეტრი (12 104 კმ) + მარსის დიამეტრი (6771 კმ) + იუპიტერის დიამეტრი (138 350 კმ) + სატურნის დიამეტრი (114 630 კმ) + ურანის დიამეტრი (50 532 კმ) + ნეპტუნის დიამეტრი (49 105 კმ)] = 376371 კმ

 

  1. ფოტონს დაახლოებით 170 000 წელიწადი სჭირდება იმისთვის რომ მზის ბირთვიდან მის ზედაპირამდე გაიაროს

მაგრამ მხოლოდ 8 წუთი იმისთვის რომ დედამიწამდე მიაღწიოს.

 

  1. ჩვენ ვერ გავიგებთ ხმას კოსმოსში

ვოიაჟერმა სცადა ვარსკვლავთაშორისი სივრცის ხმის ჩაწერა პლაზმური ტალღის ინსტრუმენტის დახმარებით, მაგრამ რადგანაც ვარსკვლავთაშორის სივრცეში არსებული გაზი ნაკლებად მკვრივია, ჩვენ თვითონ არ შეგვიძლია ამ ხმის გაგება.

ხმის ტალღა კოსმოსში დიდი გაზის ღრუბელის მიღმა რომ გასულიყო, სულ რამდენიმე ატომი წამში მიაღწევდა ყურის დაფის აპკამდე მაგრამ ჩვენ ვერ გავიგებდით ხმას, რადგან ჩვენი ყურის დაფის აპკი არაა საკმარისად მგრძნობიარე.

 

  1. სატურნის ბეჭდები დროთა განმავლობაში ქრებიან

ყოველ 14-15 წელს სატურნის ბეჭდები დედამიწისკენ ტრიალდებიან. ისინი იმდენად წვრილია სატურნთან შედარებით, რომ ჩანს თითქოს ისინი ქრებიან.

 

  1. სატურნს გააჩნია დამატებითი უზარმაზარი ბეჭედი, რომელიც 2009 წელს აღმოაჩინეს

ბეჭედი იწყება სატურნიდან დაახლოებით 6 მილიონი კილომეტრის დაშორებით და მისი სიგანე 12 მილიონი კილომეტრია, სადაც კიდევ 300 სატურნი დაეტეოდა. სატურნის თანამგზავრი – ფება ბრუნავს ბეჭდის შიგნით და ზოგიერთი ასტრონომი მიიჩნევს, რომ ზუსტად ის არის ამ ბეჭდის გაჩენის მიზეზი.

 

  1. სატურნის ჩრდილოეთ პოლუსზე არსებობს ექვსკუთხა ღრუბელი

ექვსკუთხა ქარბორბალას სიგრძე დაახლოებით 30 000 კმ–ა.

  1. ჩვენს მზის სისტემაში არსებობს ასტეროიდი, რომელსაც სატურნივით ბეჭდები გააჩნია

ასტეროიდ ჰარიკლოს ორი წვრილი ბეჭედი აქვს. ეს მეხუთე ობიექტია მზის სისტემაში, რომელსაც ბეჭდები გააჩნია, სატურნთან, იუპიტერთან, ნეპტუნთან და ურანთან ერთად.

 

  1. იუპიტერი 2,5–ჯერ უფრო მასიურია (მძიმეა), ვიდრე მზის სისტემაში არსებული ყველა პლანეტა ერთად

მისი წონა დედამიწისმაგვარი 317,8 პლანეტის ტოლია.

 

13. ერთნახევარ საათში დედამიწაზე უფრო მეტი მზის ენერგია ხვდება, ვიდრე ჩვენ 2001 წელს გამოვიყენეთ

 

  1. შავ ხვრელში ჩავარდნისას თქვენ მაკარონივით გაიწელებოდით

ამ მოვლენას სპაგეტიფიკაცია ჰქვია.

 

  1. თუ მთვარეს არაფერი შეაწუხებს (მაგალითად, მეტეორიტი), მაშინ ნაკვალევები, რომლებიც მის ზედაპირზეა დარჩენილი, მარადიულად შეუხებელი დარჩება

დედამიწისგან განსხვავებით აქ არაა ეროზია, რომელიც ქარითა და წყლით არის გამოწვეული.

 

  1. აღმოჩენილ იქნა ახალი ვარსკვლავი, რომელიც ზეახალი ვარსკვლავის სიკაშკაშეში 21 წელი იყო დამალული

ვარსკვლავი და მისი თანამგზავრი, რომელიც აფეთქდა და მას მალავდა, იმყოფებიან გალაქტიკაში M81, რომელიც დედამიწიდან 11 მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებითაა.

 

  1. ფუნდურები (ნეხვის ხოჭოები) ორიენტაციისთვის ირმის ნახტომს იშველიებენ

ფრინველები, ზღვის ლომები და ადამიანები ორიენტაციისთვის ვარსკვლავებს იყენებენ, მაგრამ აფრიკული ფუნდურები იყენებენ მთლიან გალაქტიკას, და არა გარკვეულ ვარსკვლავებს, იმისთვის რომ დარწმუნდნენ რომ სწორი გზით მიდიან.

 

  1. მარსის ზომის ობიექტი 4,5 მილიარდი წლის წინ დედამიწას შეეჯახა

ჯერჯერობით ეს ერთადერთი ახსნაა იმისი თუ როგორ წარმოიქმნა მთვარე. ობიექტიდან ნაწილი მოტყდა, რომელიც მთვარე გახდა და აიძულა დედამიწის ღერძი დახრილიყო.

 

  1. ჩვენ ყველანი ვარსკვლავების მტვერისგან ვართ შექმნილნი

დიდი აფეთქების შემდეგ, პაწაწინა ნაწილაკები შეერთდნენ და წამოქმნეს წყალბადი და ჰელიუმი. შემდეგ ვარსკვლავების მკვრივ და ცხელ ცენტრებში ისინი გაერთიანდნენ და წარმოქმნეს ელემენტები, რკინის ჩათვლით. რადგანაც ადამიანები და ცხოველები, და მატერიის დიდი ნაწილი შეიცავს ამ ელემენტებს, შეიძლება იმის თქმა რომ ჩვენ ვარსკვლავების მტვერისგან შევდგებით.

 

  1. ცნობილ სამყაროში ვარსკვლავების უთვალავი რაოდენობაა

ჩვენ არ ვიცით რამდენი ვარსკვლავია სამყაროში. ამჟამად ჩვენ ვიყენებთ მიახლოებით შეფასებებს იმის გასაგებად თუ რამდენი ვარსკვლავია ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომში. ამ რიცხვის სამყაროში არსებული მიახლოებითი გალაქტიკების რიცხვზე გამრავლებით შეიძლება ითქვას რომ არსებობს ვარსკვლავების წარმოუდგენელი რაოდენობა. ავსტრალიური ნაციონალური ინსტიტუტის გამოკვლევის თანახმად, ვარსკვლავების რიცხვი შეადგენს 70 სიქსტილიონს, ეს კი 70 000 მილიონი მილიონი  მილიონია.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *