სომბრერო

გალაქტიკა სომბრერო – ასევე ცნობილი როგორც М104 და NGC 4594 – სპირალური გალაქტიკა ქალწულის ზეგროვაში. სახელი „სომბრერო“ მან თავისი გამოწეული ბალჯისა და დისკის გარშემო არსებული მტვერის გამო მიიღო. იმის გამო რომ დედამიწიდან სომბრეროს გალაქტიკა გვერდიდან ჩანს, იგი მართლაც ძალიან წააგავს ესპანურ სომბრეროს, თუმცა ის არ გამოირჩევა მხოლოდ შესახედაობით.

 

გალაქტიკის ზომა დაახლოებით 50 ათასი სინათლის წელიწადია, იგი ჩვენგან 28 მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარეობს. მოყვარულ ასტრონომებს იზიდავს სომბრეროს სიკაშკაშე, რადგანაც ამ გალაქტიკის დანახვის საშუალება სამოყვარულო ტელესკოპითაცაა შესაძლებელი. მისი დანახვა 100 მილიმეტრიანი ტელესკოპით შეიძლება, 300 მილიმეტრიანი ტელესკოპით კი დისკის მტვერისაც.

გალაქტიკა სომბრერო. ნასა

 

 

პროფესიონალებს კი ბალჯი (გამოწეული ცენტრი) იზიდავთ. ზემასიური შავი ხვრელის მასა, რომელიც მის ცენტრშია, დაახლოებით ერთი მილიარდი მზის მასის ტოლია, მის გარშემო კი ვარსკვლავები ანომალიური სისწრაფით მოძრაობენ.გალაქტიკას ძლიერი რენტგენული გამოსხივება აქვს. ასტრონომების ვარაუდით მას გენერირებს ბირთვში არსებული ზემასიური შავი ხვრელი.

ქვევით მოცემულ სურათზე გამოსახულია ინფრაწითელი გამოსხივება, რომელიც სპიტცერის სახელობის ტელესკოპით იყო რეგისტრირებული. გამოსახულება წარმოდგენილია პირობითი ფერებით, ციფრული დამუშავებისას გაძლიერებულ იქნა სიმკვეთრე, და მასზე იყო დატანილი ოპტიკური გამოსახულება, რომელიც მიღებული იყო ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *