სამყაროს ყველაზე უჩვეულო პლანეტები (11 ფოტო)

 

ათასობით წლის განმავლობაში მეცნიერებს მხოლოდ მზის სისტემის პლანეტების შესწავლა შეეძლოთ. პირველი პლანეტები აღმოაჩინეს ღამის ცაში უცნაური მოძრაობით, რომელიც სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავდებოდა. თავიდან ბერძნები ამ „არასწორ ვარსკვლავებს“ მოგზაურებად ასახელებდნენ და ძველ ბერძნულად „პალანს“ ეძახდნენ. პლანეტარული სისტემების რთული ხასიათი პირველად გალილეომ შენიშნა, როდესაც იუპიტერის ტელესკოპით შესწავლისას დაინახა თუ როგორ ბრუნავდნენ ციური სხეულები გაზის გიგანტის გარშემო. 1994 წელს აღმოჩენილ იქნა პირველი პლანეტა ჩვენი მზის სისტემის გაღმა.

 

 

დოქტორი ალექსანდრე ვოლშანი აკვირდებოდა უცნაურ ცვლილებებს ბეტა პიქტორისის პულსარში, რითაც დაადასტურა ორბიტაში რამდენიმე პლანეტის არსებობა. ამ მომენტიდან აღმოჩენილ იქნა კიდევ 1 888 ეგზოპლანეტა, რამაც რადიკალურად შეცვალა მეცნიერების წარმოდგენა კოსმოსზე, პლანეტების ფორმირებაზე და სამყაროს 13 მილიარდი წლის განვითარებაზეც კი. სამყაროს ყველაზე უცნაური პლანეტები მეცნიერული ფანტასტიკის ნაყოფს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურად არსებულ ციურ სხეულებს.

 

 

გლიზე 581C

როგორც ბევრი სხვა პლანეტა, Gliese 581C ბრუნავს საკუთარი წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო. ეს იმას ნიშნავს რომ ვარსკვლავისკენ მიმართული მხარე არის გახურებული, მაშინ როდესაც ბნელი მხარე მუდმივად გაყინულია. ამის მიუხედავად, მეცნიერები ვარაუდობენ რომ Gliese 581C– ს ნაწილი საცხოვრებლად გამოსადეგია. ეს პლანეტა ერთ–ერთი საუკეთესო კანდიდატია ადამიანური გაფართოებისთვის. ასეთ ზედაპირზე ცხოვრება შეიძლება გავდეს ჯოჯოხეთს, რადგან წითელი ჯუჯა ვარსკვლავი მუდმივად ასხივებს პლანეტას ინფრაწითელი გამოსხივებით, მაგრამ მცენარეებს ამ პირობებთან შეგუებაც შეუძლიათ.

 

HD 106906 b – ყველაზე მარტოსული პლანეტა

ეს მომაჯადოებელი პლანეტა მდებარეობს სამხრეთი ჯვრის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან დაახლოებით 300 სინათლის წელიწადის სიშორეზე. იგი 11-ჯერ აღემატება იუპიტერის ზომას, HD 106906 b ნამდვილი აღმოჩენა გახდა თანამედროვე ასტრონომებისთვის. მისი დიდი ზომის მიუხედავად, პლანეტა ბრუნავს თავისი მზის გარშემო 20-ჯერ დიდ სიშორეზე ვიდრე მზესა და ნეპტუნს შორისაა, რაც წარმოადგენს დაახლოებით 96 560 640 000კმ–ს. ეს მას ხდის სამყაროს ცნობილი პლანეტებიდან ერთ–ერთ ყველაზე მარტოსულ პლანეტად. ასტროფიზიკოსებს ანცვიფრებთ ეს პლანეტა რადგან იუპიტერისმაგვარი პლანეტები მათ მზესთან როგორც წესი ახლოს არიან განლაგებულნი. არსებობს ჰიპოთეზა, რომ HD 106906 b – არშემდგარი ვარსკვლავია.

 

 

TrES-2b: შავი ხვრელის პლანეტა

ზომით იუპიტერთან ახლოს მდგომი პლანეტა TrES-2b განლაგებულია დაახლოებით 750 სინათლის წელიწადის სიშორეზე მზისმაგვარი ვარსკვლავის ორბიტაში. იგი შთანთქავს იმდენად ბევრ სინათლეს, რომ მეცნიერები მას ყველაზე ბნელ პლანეტად თვლიან მთელს ცნობილ სამყაროში. მიუხედავად იმისა რომ ეს იუპიტერის კლასის გაზის გიგანტია, იგი ირეკლავს 1 პროცენტზე ნაკლებ სინათლეს, იუპიტერისგან განსხვავებით, რომელიც 33%–ს ირეკლავს. ამის შედეგად პლანეტა იმდენად ბნელია რომ მისი აღმოჩენა ძალზედ ძნელი ხდება. მიუხედავად ამისა, TrES-2b საკმაოდ ცხელი პლანეტაა, რომელსაც მკრთალი წითელი ნათება აქვს.

 

 

პლანეტა მეტუზელა

პლანეტა მეტუზელა იმითაა უჩვეულო, რომ ის დაახლოებით ერთი მილიარდი წლით უმცროსია, ვიდრე სამყარო. ასეთი პლანეტები ცნობილია, როგორც PSR 1620-26 b. ისინი იმდენად ძველია, რომ ეს ტრადიციულ ასტროფიზიკურ მოდელებს აიგნორირებს. ტრადიციულად ითვლებოდა, რომ პლანეტის ასაკი არ შეიძლება 13 მილიარდი წელი იყოს, სამყაროს ფორმირებისთვის საჭირო მასალების არყოფნის გამო. და მაინც, მეტუზელა თითქმის 3–ჯერ უფროსია დედამიწაზე და ფორმირებულ იქნა დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 1 მილიარდი წლის შემდეგ. პლანეტა მოძრაობს ვარსკვლავების სფეროსებრი კლასტერის შორის, რომლებიც ერთადაა ბლოკირებული მიზიდულობის ძალით, მორიელის თანავარსკვლავედში. კლასტერში მეტუზელა ბრუნავს ორმაგი მზისმაგვარი სისტემის გარშემო, რომელიც შედგება თეთრი ჯუჯა ვარსკვლავისა და პულსარისგან.

 

 

პლანეტა ოსირისი

სიაში შემდეგია პლანეტა ოსირისი. ეს ეგზოპლანეტა ასევე ცნობილია როგორც HD 209458b. ოსირისი განლაგებულია 150 სინათლის წელიწადის სიშორეზე, პეგასუსის თანავარსკვლავედში. იგი მიახლოებით 30%–ით მეტია იუპიტერზე. მისი ორბიტა ტოლია 1/8 მერკურიდან მზემდე მანძილის, ამ პლანეტის ტემპერატურა კი მიახლოებით შეადგენს 1000 გრადუსს ცელსიუსით. ამ გაზის პლანეტის სითბომ და წნევამ სხვადასხვა ატმოსფერული გაზები აორთქლებამდე მიიყვანა. ოსირისმა განაცვიფრა ასტრონომები და ექსპერტები ასტროფიზიკაში, რომლებმაც აღმოაჩინეს თუ როგორ მიედინება წყალბადი, ჟანგბადი და ნახშირორჟანგი პლანეტიდან. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ახალი კლასიფიკაციის ტიპის წარმოქმნას – ქრონიკული პლანეტები.

 

 

პლანეტა CoRoT-7b

CoRoT-7b პირველი კლდიანი პლანეტა იყო, რომელიც სხვა ვარსკვლავის ორბიტაში აღმოაჩინეს. ასტრონომები ვარაუდობენ რომ ოდესღაც ის იყო გიგანტური გაზის პლანეტა, როგორც სატურნი ან ნეპტუნი, იქამდე სანამ ატმოსფეროს და გაზის დონეები შემცირდებოდა ვარსკვლავთან  უშუალო სიახლოვის გამო. რადგანაც პლანეტა ვარსკვლავისკენ მხოლოდ ერთი მხრითაა შებრუნებული, ამ მხრის ტემპერატურა შეადგენს 2204 გრადუსს ცელსიუსით, იმ დროს როდესაც მეორე მხარე გაყინულია 176 გრადუსით. ეს პირობები ქვიანი წვიმის წარმოქმნას განაპირობებენ.

 

 

პლანეტა HAT-P-1

HAT-P-1 საკუთარი სიდიდით აღემატება ურანს და „ცურავს წყალში“. მხოლოდ ამის გამო შეიძლება ეწოდოს ამ პლანეტას უცნაური. ჰარვარდის სმითსონის ასტროფიზიკის ცენტრის მიერ აღმოჩენილი  HAT-P-1  გაზის გიგანტი ნახევარი იუპიტერის ზომისაა. ამ უჩვეულო პლანეტამ დიდი დავა გამოიწვია აკადემიური ასტრონომიის დარბაზებში. კლასიფიცირებული როგორც „ცხელი იუპიტერი“, პლანეტა ნებისმიერ შეფასებით მოდელზე თითქმის 25%–ით მეტია. ასტროფიზიკოსები განწირულად ეძებენ მიზეზს თუ რატომ გადიდდა პლანეტა დადგენილ ნორმებს გარეთ. შესაძლოა შორეულ მომავალში კაცობრიობამ შეძლოს მოგზაურობა იუპიტერიდან 450 სინათლის წელიწადის სიშორეზე, რომ ყველა არსებულ კითხვას გასცეს პასუხი.

 

 

55 Cancri–ს ფასია 26.9 ნონილიონი დოლარი (1 ნონილიონი = 1 000 000 000 000 000 000 000 000 000 000)

პლანეტის კლასი – „სუპერდედამიწა“. 55 Cancri დედამიწის ზომას აღემატება ორჯერ, აქ ტემპერატურები აღწევს 2148 გრადუსს ცელსიუსით. 55 Cancri აღმოჩენილ იქნა 2004 წლის აგვისტოში. რამდენიმე წლის დაკვირვების შემდეგ ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ეს დიდი კლდიანი პლანეტა შედგება უმეტესად ნახშირორჟანგისგან, რომელიც გადაიქცა ალმასად და გრაფიტად. დღევანდელ ბაზარზე ალმასის ფასის მიხედვით 55 Cancri ღირს 26,9 ნონილიონი დოლარი. ეს უაღრესად ძვირი ობიექტი მდებარეობს დედამიწიდან 40 სინათლის წელიწადის სიშორეზე.

 

პლანეტა J1407 b და მისი ბეჭდები

2012 წელს აღმოჩენილი პლანეტა J1407 b მდებარეობს დედამიწიდან 400 სინათლის წელიწადის სიშორეზე და გააჩნია პლანეტარული ბეჭდების სისტემა, რომლებიც 200-ჯერ აღემატება თავად სატურნს. J1407 b–ს ბეჭდების სისტემა იმდენად დიდია, რომ თუ სატურნს ჰქონოდა იგივე ზომის ბეჭდები, ისინი დომინირებდნენ დედამიწის ცაზე და სავსე მთვარეზე უფრო დიდი ზომის იქნებოდნენ. მეცნიერები თვალს ადევნებდნენ გარღვევებს ბეჭდების სისტემებში და ვარაუდობენ რომ ეს ეგზომთვარეებია, რომლებიც ამ ეგზოპლანეტის გარშემო ბრუნავენ.

 

გლიზე 436 b – მწველი ყინულის სფერო

სიაში ბოლო უჩვეულო პლანეტა კლასიფიცირებულია Gliese–ს კატალოგთან შესაბამისად და ატარებს მარკირებას – 436 b. მისი ზომა თითმის ნეპტუნის ტოლია. პლანეტა 436 b დაახლოებით 20–ჯერ დიდია დედამიწაზე, მაგრამ მისი ორბიტა მისი მზისგან სულ რაღაც 6,2 მილიონი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, დედამიწისგან განსხვავებით, რომლიც ორბიტაც მზისგან 149 მილიონი კილომეტრის დაშორებითაა. ტემპერატურა Gliese 436 b–ზე შეადგენს 438 გრადუსს ცელსიუსით. გავარვარებულ ყინულს პლანეტაზე უზარმაზარი მიზიდულობის ძალა აკავებს. ეს ძალები ხელს უშლის წყლის მოლეკულებს აორთქლებაში და პლანეტის დატოვებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *