საინტერესო ფაქტები მზის სისტემის პლანეტებზე

 

 

 

 

 

 

 

  1. მერკურიგავარვარებულია, მაგრამ გააჩნია ყინული

მზის დაშორებით პირველმა პლანეტამ შეძლო ზედაპირზე ყინულების შენახვა. ერთი შეხედვით ჩანს რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ ყინული დამალულია მუდმივად ჩაბნელებული კრატერების ფორმირებებში, სადაც არასოდეს ხვდება მზის სხივები. ვარაუდობენ რომ მათ წყაროდ კომეტები იქცნენ.

 

  1. ვენერას არ გააჩნია თანამგზავრები

პირველ ორ პლანეტას თანამგზავრები არ გააჩნია, რაც მოულოდნელობაა, რადგანაც სხვებს ისინი აქვთ. სატურნს კი საერთოდ – 60 აქვს! ზუსტად არავინ იცის მათი არარსებობის მიზეზი, მაგრამ ზოგიერთი ვარაუდობს რომ ადრე ვენერას მთვარე ახლდა, რომელიც შეეჯახა პლანეტას ან მზით იქნა შთანთქმული.

 

  1. ძველად მარსს სქელი ატმოსფერული შრე გააჩნდა

სიცოცხლით მდიდარი დედამიწის უკან იმალება სევდიანი ცივი უდაბნო – მარსი. მაგრამ ახლოს თუ დააკვირდებით თქვენ დაინახავთ ხრამებს, რომლებსაც წყლის ზემოქმედებით შეუძლიათ ფორმირება. ვარაუდობენ რომ ადრე პლანეტას გააჩნდა უფრო მჭიდრო ატმოსფერო. მაგრამ სად არის ის? შესაძლოა საქმე მზის ზემოქმედებაში იყოს, რომელმაც თანდათანობით ააცალა პლანეტას მსუბუქი მოლეკულები.

 

 

  1. იუპიტერი – კომეტების მკვლელი

 

იუპიტერი – მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა, რომელიც დედამიწაზე 318–ჯერ უფრო მასიურია. ამიტომაც, ნებისმიერი მოახლოებული კომეტა უბრალოდ მისი ზემოქმედების ქვეშ ხვდება და ეჯახება. ძველად იუპიტერი აგებდა პასუხს კომეტების დიდ რაოდენობაზე შიდა სისტემაში. ზუსტად ამ უზარმაზარმა პლანეტამ გაანადგურა „შუმეიკერ–ლევი 9“ კომეტა 1994 წელს.

 

  1. რამდენი წლისაა სატურნის ბეჭდები?

სატურნის გარშემო კონცენტრირებულია თვალისმომჭრელი ბეჭდების სისტემა. მათი შემჩნევა ჯერ კიდევ 1600–იან წლებში მოახერხეს. მაგრამ რამდენი წლის არიან ისინი? ზუსტად არავინ იცის. ზოგიერთი ფიქრობს რომ ისინი მზის ნისლიდან წარმოიქმნენ მილიარდობით წლის წინ, სხვები კი იმას რომ მათი გაჩენის მიზეზი შედარებით ახლანდელი დიდი თანამგზავრის განადგურება გახდა.

 

  1. ურანი იმაზე უფრო აქტიურია, ვიდრე ჩვენ გვეგონა

1980 წელს ვოიაჟერ–2–მა ურანის გვერდზე გაიფრინა და შეამჩნია დაუჯერებელი აქტივობა. ბოლო გამოკვლევები აჩვენებს გრძელპერიოდული შტორმების უდიდეს რაოდენობას. ჯერ არავინ იცის რა იწვევს ამ ქმედებას.

 

  1. ნეპტუნის ზებგერითი ქარები

დედამიწელებს ხშირად უწევთ ქარბორბალებთან შეხება, მაგრამ ისინი არასოდეს შეედრებიან იმ სიტუაციას რომელიც ნეპტუნზეა. იქ ქარის სიჩქარე აღწევს 1770 კმ/სთ–ს. უფრო გასაგები რომ იყოს, ეს ხმის სიჩქარეზე უფრო სწრაფია.

 

  1. შეიძლება დედამიწის მაგნიტური ველის დანახვა

ჩვენი პლანეტა გარშემორტყმულია მაგნიტური ველით, რომელიც იცავს ყველა ცოცხალ არსებას მზის მავნე ნაწილაკებისგან. ნასა მუდმივად აკვირდება მზეს, იმისთვის რომ დაიცვას სკს–ის (საერთაშორისო კოსმოსური სადგური) ასტრონავტები და საკუთარი თანამგზავრები. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მაგნიტური ველი ნათებების დროს. ეს ის მომენტია, როდესაც ვარსკვლავების ნაწილაკები კონტაქტირებენ ზედა ატმოსფერულ ფენასთან.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *