პლანეტა Kepler 452 – დედამიწის ანალოგი

 

2015 წლის ნოემბერში ნასას მეცნიერებმა განაცხადეს რომ „კეპლერის“ ტელესკოპმა დედამიწის ასლი აღმოაჩინა (კეპლერ 452), რომელზეც არის წყალი და შესაძლოა არსებობდნენ ჭკვიანი არსებები.

ასტრონომები იუწყებოდნენ რომ მათმა ტელესკოპმა კოსმოსში იპოვა პირველი დიდი ეგზოპლანეტა თხევადი წყლით, რომელიც წააგავს დედამიწას, იგი იმყოფება ვარსკვლავისგან ისეთივე სიშორეზე, როგორც დედამიწა მზისგან. ითვლება რომ კეპლერ 452 (Kepler 452) არის დედამიწის შორეული ნათესავი, რომელიც მხოლოდ ასაკით და ზომით განსხვავდება. დედამიწის ასლი განთავსებულია გედის თანავარსკვლავედში, ჩვენგან 1402 სინათლის წელიწადის დაშორებით.

Kepler 452–ის მახასიათებლები

შეგროვებული მონაცემებით, კეპლერ 452-ზე წელიწადში არ არის 365 დღე, როგორც დედამიწაზე, არამედ 384,8 დღე. ეგზოპლანეტის ზედაპირზე ნაკლები დაბლობებია, იგი უფრო კლდისებრია. მისი ასაკი უკვე 6 მილიარდი წელია, იგი დედამიწაზე 1,5 მილიარდი წლით უფროსია. მისი ზომა დედამიწის ზომაზე 60%–ით მეტია. იგი დედამიწიდან 1402 სინათლის წელიწადის დაშორებით იმყოფება. მზის ანალოგი, რომლის გარშემოც კეპლერ 452 მოძრაობს, ჩვენს მზეზე 10%–ით დიდია და ასევე უფროსია 1,5 მილიარდი წლით.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *