კოსმოსური ტელესკოპი “კეპლერი”

„კეპლერი“ – ნასას ასტრონომიული თანამგზავრი. აღჭურვილია ზემგრძნობიარე ფოტომეტრით, რომელიც სპეციალურადაა განკუთვნილი ეგზოპლანეტების საძიებლად (პლანეტები მზის სისტემის გარეთ – სხვა ვარსკვლავებთან მდებარე), რომლებიც დედამიწისმაგვარია. ეს პირველი კოსმოსური აპარატია, რომელიც ამ მიზნით შეიქმნა. მას გერმანელი მათემატიკოსისა და ასტრონომის პატივსაცემად დაერქვა, რომელმაც პლანეტების მოძრაობა აღმოაჩინა.

გაშვება შედგა 2009 წლის 6 მარტს. შენებასა და ექსპლუატაციაში შეყვანას განაგებდა ნასას „რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია“, პირველადი მეწარმე „Ball Aerospace“ კი პასუხისმგებელი იყო კეპლერის ფრენის სისტემის შემუშავებაზე. 2009 წლის დეკემბრიდან მისიის მართვის პასუხისმგებლობა გადაეცა ეიმსის გამოკვლევის ცენტრს, რომელიც ასევე ახორციელებს ტელესკოპის მეცნიერულ მონაცემთა ძირითად ანალიზს.

ძირითადი პროგრამა 3,5 წელიწადზე იყო გათვლილი. 2013 წლის 12 მაისს ტელესკოპი კეპლერი მწყობრიდან გამოვიდა, ორბიტალურმა ობსერვატორიამ დაკარგა სივრცეში ორიენტაცია, ბორტის კომპიუტერი კი „უსაფრთხო რეჟიმში“ გადავიდა.

ტელესკოპი კეპლერის სამი წლის მუშაობისას გაკეთებულ იქნა მნიშვნელოვანი და სენსაციური აღმოჩენებიც კი, მაგალითად, აღმოჩენილ იქნა დედამიწის ზომის, ასევე მასზე ნაკლები ზომის პლანეტები. 2014 წლის დასაწყისში მის მიერ აღმოჩენილ იქნა პლანეტის წოდების 3500 კანდიდატი, რომელთაგან 1000–ზე მეტი დამტკიცებული აღმოჩნდა სხვადასხვა მეცნიერული ჯგუფების გამოკვლევებით.

მისიის მიზანი:

ტელესკოპი „კეპლერის“ მისია მდგომარეობს პლანეტარული სისტემების ნაირსახეობებისა და სტრუქტურის შესწავლაში. ამისთვის, უამრავ ვარსკვლავზე დაკვირვებისას, უნდა მოხდეს რამდენიმე მიზნის მიღწევა:

  • განისაზღვროს რამდენი დედამიწისმაგვარი და უფრო დიდი პლანეტა მდებარეობს სიცოცხლისთვის შესაბამის ზონაში (ვარსკვლავთა ნებისმიერი სპექტრალური ტიპისთვის).
  • გამოითვალოს ამ პლანეტების ორბიტის ზომებისა და ფორმების დიაპაზონი.
  • მოხდეს იმ პლანეტების რაოდენობათა შეფასება, რომლებიც მულტივარსკვლავურ სისტემებში მდებარეობენ.
  • განისაზღვროს მოკლეპერიუდული პლანეტა–გიგანტების ორბიტის, სინათლის, დიამეტრის, მასისა და მოცულობის ზომათა დიაპაზონი.
  • სხვა მეთოდიკის გამოყენებით, აღმოჩენილ იქნას ყველა ნაპოვნი პლანეტარული სისტემის დამატებითი წევრები.
  • გამოკვლეულ იქნას იმ ვარსკვლავთა თავისებურებანი, რომლებსაც გააჩნიათ პლანეტარული სისტემები.
  • ითვლებოდა რომ უახლოეს 2 წელიწადში კეპლერი დაახლოებით 50 პლანეტას აღმოაჩენს რომლებიც, თავისი ქიმიური თვისებებით, დედამიწას ჰგავს.

„კეპლერი“ სრულებით არ ჰგავს „ჰაბლს“. ჰაბლი გაშვებულია დედამიწის ახლო ორბიტაზე, მას არაერთხელ ჩაუტარდა რემონტი, ასევე შესაძლებელია მისი შემობრუნება ნებისმიერ მხარეს ცენტრიდან შესაბამისი ბრძანების გაცემით. კეპლერი კი მზის გარშემო ბრუნავს და დამიზნულია ცის კერძო მონაკვეთზე, ჩვენი გალაქტიკის ცენტრის მიმართულებით.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • გაბარიტები: დიამეტრი დაახლოებით 2,7მ, სიგრძე დაახლოებით 4,7მ.
  • მასა: საერთო — 1052,4 კგ, ფოტომეტრი — 478 კგ, კოსმოსური აპარატი — 562,7 კგ, ჰიდრაზინული საწვავის მასა  — 11,7 კგ.

 

დენის წყაროს მზის ბატარეები წარმოადგენენ, მათი საერთო ფართობი 10,2მ2–ია.

ელექტრონულ მეხსიერებას გააჩნია ადგილი მონაცემთა შესაგროვებლად და გათვლილია მონაცემთა დაგროვებაზე 60 დღის განმავლობაში. მონაცემები დასამუშავებლად ტრანსლირდება პაკეტებით, 30 დღეში ერთხელ.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *