რა არის კოსმოსური ნაგავი და რამდენიმე ფაქტი მის შესახებ

კოსმოსური ნაგავი (ნამსხვრევები) არის ყველა ხელოვნური ობიექტი და მათი არტეფაქტები კოსმოსში, რომელიც გამოუსწორებელია, არ ფუნქციონირებს და უკვე ვეღარასოდეს ვერ შეძლებს ემსახუროს სასარგებლო მიზნებს, მაგრამ არის საშიში ზემოქმედების ფაქტორი, რადგან ის აზიანებს მოქმედ კოსმოსურ აპარატებს, განსაკუთრებით პილოტირებულს. რამდენიმე შემთხვევაში კოსმოსური ნაგავი შეიძლება პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდეს დედამიწისთვის – ორბიტიდან მისი არაკონტროლირებადი გასვლის დროს, მათ შეუძლიათ დედამიწის ატმოსფეროს მკვრივი ფენების გარღვევა და დასახლებულ პუნქტებზე, სამრეწველო ობიექტებზე, სატრანსპორტო კომუნიკაციებზე და ა.შ. ჩამოვარდნა.

 

კოსმოსური ნაგავი აღირიცხება და მეთვალყურეობის ქვეშაა

1980-იანი წლებიდან აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალები ინარჩუნებენ განსაკუთრებულ ბრძანებას, რომელიც არეგისტრირებს და თვალს ადევნებს კოსმოსური ნაგვის მაქსიმალურად შესაძლებელ რაოდენობას. ამჟამად იკვეთება 20 000-ზე მეტი ბურთის სიდიდის ცალკე ელემენტი და 500 000-ზე მეტი პატარა ქვის ზომის ელემენტი და ეს რიცხვი მატულობს.

ყველა ეს ობიექტი მოძრაობს დედამიწის გარშემო 28 000 კმ/სთ სიჩქარით. თუ ორი ასეთი შეეჯახება ერთმანეთს – იქნება ეს კოსმოსური ნაგავი, „ცოცხალი“ თანამგზავრი თუ საერთაშორისო კოსმოსური სადგური – შედეგები შესაძლოა ტრაგიკული იყოს. საღებავის ერთი ნაწილსაც კი (რომელიც ზედმეტად მცირეა იმისთვის რომ თვალი ედევნოს) შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს კოსმოსური აპარატი ან მოკლას კოსმონავტი მისი ღია კოსმოსში გასვლის დროს.

არსებობს „შეთანხმება“ კოსმოსური ნაგვის დედამიწაზე დაბრუნების შესახებ

კოსმოსურ ნაგავთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია მისი უკან, დედამიწაზე გაგზავნა და ატმოსფეროში დაწვა. ზუსტად როგორ განხორციელდება ეს პრაქტიკაში, ჯერ არაა ბოლომდე შეთანხმებული, მაგრამ ეს ნამსხვრევების ველების გაწმენდის სავსებით მისაღებ მეთოდად ითვლება.

როდესაც ნაწინასწარმეტყველები იყო WT1190F-ის (ნაგვის გარკვეული ნაწილის აღმრიცხველი ნომერი) ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდნა – გაჩნდა ობიექტის მოძრაობის დაკვირვებისა და პროგნოზირების შესაძლებლობა. WT1190F-ის ჩამოვარდნამ ასევე მისცა მეცნიერებს შესაძლებლობა დაკვირვებოდნენ ნამსხვრევის ატმოსფეროში უშუალო შეღწევას და შეემოწმებინათ მოქმედების გეგმა საგანგებო სიტუაციის გაჩენის შემთხვევაში.

სკს-ის კოსმონავტების უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული რობოტი იქმნება

ის მათ მაგივრად გავა ღია კოსმოსში, რაც გააბათილებს კოსმოსური ნაგვის პატარა ნაწილით სიკვდილის რისკს. ამჟამად დისტანციური მართვის რობოტის შექმნაზე ევროპული კოსმოსური სააგენტო მუშაობს.

განსაკუთრებულ საფრთხეს კუბური თანამგზავრები წარმოადგენენ

ე.წ. კუბური თანამგზავრები 2000-იანი წლებიდან გახდნენ პოპულარულნი და მათ ხშირად უშვებდნენ ორბიტაზე. დადებითი მხარე – ისინი იაფი და მცირე ზომისაა. მინუსები – სრულიად უმართავები, რაც შემდგომში მათ კოსმოსურ ნაგვად აქცევს. ჯერჯერობით ისინი არაფერს შეეჯახნენ, მაგრამ ამის რისკი საკმაოდ მაღალია.

თითოეული შეჯახება საფრთხეს უფრო მეტად ზრდის.

აქამდე ჩვენ გვიმართლებდა, რადგან ნაგვის აქტიურ თანამგზავრებთან და სადგურებთან შეჯახება საკმაოდ იშვიათად ხდებოდა. მაგრამ „კასკადური ეფექტის“ თეორია ამბობს, რომ ნებისმიერი შეჯახებისას ახალი შეჯახების საფრხე 100-ჯერ იზრდება! თითოეული განადგურებული თანამგზავრი თავის მხრივ გადაიქცევა კოსმოსური ნაგვის ასობით ნაწილად.

ნაგავზე უკეთესი დაკვირვებისთვის შექმნილია პროექტი SpaceFence

ეს არის რადარების მასშტაბური ქსელი, რომელიც ქმნის ვირტუალურ „ბადეს“ პლანეტის გარშემო. ზუსტად ის იძლევა დაახლოებით 10 სანტიმეტრის სიდიდის ნაგავზე დაკვირვების საშუალებას. ამ პროექტის დახმარებით ხდება მოქმედი თანამგზავრებისა და სკს-ების საფრთხის ზონიდან გამოყვანა.

ნაგვის „დასუფთავების“ ხარჯები უზარმაზარი იქნება.

დასუფთავების მეთოდის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში ამ ყველაფერს წარმოუდგენელი რაოდენობის ფული დასჭირდება, და ეს მხოლოდ ამძიმებს პრობლემას. შეცდომა პირდაპირი მნიშვნელობით ძვირი დაგვიჯდება.

დროთა განმავლობაში ჩვენ უბრალოდ დედამიწაზე ჩაკეტილნი აღმოვჩნდებით.

თუ ჩვენ კოსმოსური ნაგვისგან გათავისუფლების ეფექტურ მეთოდს ვერ ვიპოვით თანამგზავრებისა და რაკეტების გაშვება შეუძლებელი გახდება ორბიტაზე არსებულ ნაგავთან შეჯახების გარეშე. და ჯერ კიდევ გაურკვეველია, მათგან რამდენი დაიწვება დროთა განმავლობაში ატმოსფეროში და რამდენი დაგვეცემა.

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *