დიდი მაგელანის ღრუბელი

დიდი მაგელანის ღრუბელი – არის ჯუჯა გალაქტიკა, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 160 ათასი სინათლის წელიწადის დაშორებით იმყოფება. ფაქტიურად, ეს მესამე ყველაზე ახლოს მყოფი ვარსკვლავური სისტემაა, მშვილდოსნისა და დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედებში არსებული გალაქტიკების შემდეგ.

დიდი მაგელანის ღრუბლის მასა შეადგენს ირმის ნახტომის მასის 1/10 და იტევს 10 მილიარდ ვარსკვლავს. ეს მას ხდის ყველაზე მასიურ ვარსკვლავურ გროვად სხვა ახლოს მყოფი გალაქტიკებიდან: ანდრომედა, ირმის ნახტომი და სისტემები სამკუთხედის თანავარსკვლავედში.

 

დიდი მაგელანის ღრუბლის ფოტოსურათი. კოსმოსური ტელესკოპი „ჰაბლი“, ნასა

 

მაგელანის ღრუბელი არასწორ გალაქტიკად ითვლება რადგან მას არ გააჩნია სპირალური ფორმა როგორც სხვა ვარსკვლავურ გროვებს, მაგრამ იგი შეიცავს ფართოდ გამოკვეთილ გამოწეულ ცენტრს. სავსებით შესაძლებელია რომ ის ოდესღაც სპირალური ფორმის იყო, როგორც ირმის ნახტომი, მაგრამ ჩვენი, ან სხვა გალაქტიკის გვერდზე გავლით მან მიიღო ფორმის გამრუდება და დაკარგა სპირალური აღნაგობა.

დიდი მაგელანის ღრუბლის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება, ტელესკოპის გარეშე. იგი ჩანს როგორც მკრთალი ვარსკვლავთგროვა ღამის ცაში, ოქროს თევზისა და მაგიდა მთის თანავარსკვლავედების საზღვარზე.

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *