გალაქტიკების სახეობები

გალაქტიკები – გაწელილი კოსმოსური სისტემები, რომლებიც შედგებიან მტვერის, გაზისა და უამრავი ვარსკვლავისგან. მათი ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია, ამიტომ ჩვენთვის ცნობილ სამყაროში მათი რაოდენობა დაახლოებით 100 მილიარდია.

ზოგიერთი გალაქტიკა ძალიან გვაგონებს ირმის ნახტომს, მაგრამ არსებობენ სავსებით განსხვავებული ნიმუშებიც.

თუ გალაქტიკაში 1 მილიარდ ვარსკვლავზე ნაკლებია, მაშინ მას „პატარას“ ეძახიან. ირმის ნახტომში – მზე მილიარდი ვარსკვლავიდან მხოლოდ ერთ–ერთია.

მეცნიერებმა ბოლომდე ვერ გაარკვიეს გალაქტიკების ფორმირების პროცესები და ევოლუცია, რადგანაც დაწყებითი ეტაპები ძალიან ადრე მიმდინარეობდა. ყველაზე ძველი გალაქტიკების ასაკი აღწევს 10-13 მილიარდ წელიწადს.

გალაქტიკების სულ სამი მთავარი სახეობა არსებობს: სპირალური, ელიპტიკური და არასწორი. პირველს, მაგალითად, ჩვენი (ირმის ნახტომი) და ანდრომედას გალაქტიკა მიეკუთვნება. სპირალური გალაქტიკის ცენტრში განლაგებულია ობიექტები და შავი ხვრელი, რომელთა გარშემოც ბრუნავს ვარსკვლავთა ორეოლი და მუქი მატერია, ბირთვიდან გამოდის სახელოები. სპირალური ფორმა იმიტომ ჩნდება რომ გალაქტიკა მუდმივ ბრუნვაშია.

ელიპტიკურ გალაქტიკებში ცხოვრობენ გაცილებით ძველი ვარსკვლავები და არ არის საკმარისი მტვერი და გაზი ახლების შესაქმნელად. ფორმით შეიძლება წრე ან ოვალი მოგვაგონონ.

გალაქტიკების თითქმის მეოთხედი წარმოადგენს არასწორი გალაქტიკებს ჯგუფს. ისინი უფრო პატარები არიან, ვიდრე სპირალური ტიპის, და შეიძლება საკმაოდ უცნაური ფორმები მიიღონ. ფორმების ახსნა ახალი ვარსკვლავების შექმნით ან მეზობელ გალაქტიკასთან გრავიტაციული კონტაქტით შეიძლება. არასწორ გალაქტიკებში ირიცხება – მაგელანის ღრუბლები.

ასევე არსებობენ ქვეტიპები – სეიფერტული (სპირალები ჩქარი მოძრაობით), კაშკაშა ელიპტიკური სუპერგიგანტები (შთანთქავენ სხვებს), ბეჭდური (ბირთვის გარეშე) და სხვა.

 

 

 სპირალური (როგორც ირმის ნახტომი)  – გალაქტიკა ბრტყელი დისკით, გამოწეული ცენტრით და სპირალური სახელოებით. დისკში თავმოყრილია ვარსკვლავები, პლანეტები, მტვერი და გაზი, რომლებიც ცენტრის გარშემო ბრუნავენ. ბრუნვის სიჩქარემ შეიძლება 100კმ/წმ–ს მიაღწიოს, რის გამოც დისკზე არსებული ნივთიერება ფორმირდება სპირალის სახით. ზოგიერთ მათგანს განსაკუთრებული ფორმების შექმნა შეუძლია, რის გამოც ისინი ორიგინალურ სახელებს იძენენ (მაგ. სომბრეროს გალაქტიკა).

ცენტრთან ახლოს მდებარეობენ უფროსი ვარსკვლავები, ახლები კი სპირალურ სისტემებში ფორმირდება. მათი დისკები გარშემორტყმულია იდუმალი მუქი მატერიის ორეოლებით.

მესიეს კატალოგის სპირალური გალაქტიკები

 

 

 

გადაკეტილი გალაქტიკები – სპირალური გალაქტიკები დიდი კაშკაშა ვარსკვლავური მასალით, რომელიც ჰყოფს ცენტრალურ სექციებს. უმეტეს ასეთ გალაქტიკას გააჩნია გადაკეტვები – ბარები. ასტრონომები დაინტერესებულნი არიან მათი შესწავლით, რადგანაც ჯერ ვერ გაარკვიეს გალაქტიკაში მათი დანიშნულება. ბარებს შეუძლიათ დაიტიონ ზემასიური შავი ხვრელები. ისინი იყოფიან ქვეჯგუფებად, გამოწეულობის, სპირალური სახელოების და სიმკვრივის მიხედვით.

მესიეს კატალოგის გადაკეტილი სპირალური გალაქტიკები

 

 

ელიპტიკური  – ელიფსის ფორმის გალაქტიკა. როგორც წესი, ის მრგვალია, მაგრამ ერთი ღერძის გასწვრივ ცოტათი გამოწეული. ასეთი ტიპი შეიცავს უამრავ ძველ ვარსკვლავს (1 ტრილიონს), მაგრამ განიცდის მტვერის, გაზის და სხვა ვარსკვლავთაშორისი ნივთიერებების ნაკლებობას. ვარსკვლავები თავმოყრილია ცენტრში, მაგრამ მოძრაობენ შემთხვევითი მიმართულებით. ფორმირებენ ცოტა ახალ ობიექტს.

ყველაზე ცნობილ – გიგანტურ ელიპტიკურ გალაქტიკებს შეუძლიათ გაიწელონ 2 მილიონი სინათლის წელიწადის სიშორეზე. მაგრამ ამ ტიპს შეუძლია იყოს პატარაც – ჯუჯა ელიპტიკური გალაქტიკა.

მესიეს კატალოგის ელიპტიკური გალაქტიკები

 

 

 

არასწორი გალაქტიკა – გალაქტიკა, რომელიც პირველ ორ ტიპში არ შედის. გვეჩვენება დეფორმირებულად ან არ გააჩნია კონკრეტული ფორმა, რადგანაც კონტაქტირებს სხვა ობიექტებთან.

ყველაზე ცნობილი არასწორი გალაქტიკები

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *