“ბეწვიანი” გალაქტიკა

გალაქტიკას „ბეწვიანი“ უწოდეს მისი არაერთგვაროვანი სტრუქტურის გამო. სინამდვილეში, მეცნიერულ წრეში მოცემულ კოსმოსურ ობიექტს სხვაგვარად ჰქვია – NGC3521. კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჰაბლმა“ შეძლო ხარისხიანად გადაეღო მოცემული გალაქტიკა, რომელსაც სპირალური სახელოები აქვს. ზუსტად ამ ფორმის გამო NGC3521 მოგვაგონებს რბილ, ფუმფულა ბეწვის რგოლს.

NGC3521 ჩვენგან 26 მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებითაა. მისი პოვნა შესაძლებელია ლომის თანავარსკვლავედში. მის ცენტრალურ ნაწილში ვარსკვლავური მატერიაა განთავსებული, რომელიც ჰაეროვანი სახელოებითაა გარშემორტყმული. ამას გარდა, NGC3521–ს გააჩნია უცნაური თავისებურებანი, რომლებიც მას სხვა გალაქტიკებისგან განასხვავებენ. NGC3521–ს შიგნით საკმაოდ დიდი რაოდენობის წყალბადია, რისი მეშვეობითაც ამ კოსმოსური ობიექტის ცენტრს გააჩნია ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის უნარი.

NGC3521 აღმოაჩინეს შორეულ 1784 წელს. სამწუხაროდ, იმ დროის ტექნიკას არ გააჩნდა საკმარისი სიმძლავრე იმისთვის რომ „ბეწვიანი“ გალაქტიკები სრულ მშვენებაში ეხილათ, ამიტომაც მათ განსაკუთრებულებად არ თვლიდნენ.

გალაქტიკა NGC3521. ტელესკოპი “ჰაბლი”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *